ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენაში ირანის ბირთვული საკითხის განხილვა გრძელდება


ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი სახელმწიფოს ლიდერები მეორე დღეა ვენაში შეხვედრებს მართავენ თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად.

დღეს გამართული შეხვედრების შემდეგ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა კომისარმა კეტრინ ეშტონმა მოლაპარაკება „შინაარსიანად“ და „სასარგებლოდ“ დაახასიათა.

მხარეები ცდილობენ ნოემბეში მიღწეული შეთანხმება გაავრცონ და ირანის ბირთვული საქმიანობა შეამცირონ. სანაცვლოდ კი ირანს საერთაშორისო სანქციების შემსუბუქებას სთავაზობენ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბას არაღჩიმ სამშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არც ერთი ბირთვული ნაგებობის დაშლას არ განიხილავს ყოვლისმომცველი შეთანხმების ერთ-ერთ ნაწილად.
XS
SM
MD
LG