ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„იუ-ეს-ეიდი" რუსეთში საქმიანობას წყვეტს


მოსკოვი შეერთებულ შტატებს რუს პოლიტიკოსებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

ეს განცხადება ვაშინგტონის მწვავე რეაქციას მოჰყვა რუსეთის მთავრობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტას ეხებოდა.

შაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ „იუ-ეს-ეი-აიდი" ცდილობს გრანტების სანაცვლოდ რუსეთის პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს და გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს.

„იუ-ეს-ეი-აიდი" რუსეთში 20 წელია მოღვაწეობს და მისი ძირითადი საქმიანობა შიდსის და ტუბერკულოზის დაავადებათა დამარცხებაა. სააგენტო, ასევე, ილაშქრებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ და ბუნების დაცვის და უნარშეზღუდულ ადამიანთა უფლებების მიმართულებითაც მუშაობს.
XS
SM
MD
LG