ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სექსუალური ძალადობის შემთხვევებმა იმატა


ადამიანის უფლებათა დამცავების განცხადებით, სირიის სამთავრობო ძალები სექსუალურ ძალადობას მიმართავენ დაკავებული მამაკაცების და ქალების წინააღმდეგ.
ორგანიზაცია “ჰუმან რაითს ვოჩის” განცხადებით, ქალებთან ერთად პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგული ჯარისკაცები, 12 წლის გოგონებსაც აუპატიურებენ. ეს მოხსენება ყოფილი ტყვეების ჩვენებებზეა დაფუძნებული, რომლებიც სექსუალური ძალადობის გარდა, წამების სხვადასხვა ხერხებზე, მათ შორის ელექტროშოკის გამოყენებაზე საუბრობენ.
2011 წლის მარტის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში 20-ზე მეტი ამგვარი შემთხვევა დადასტურდა, რომელთა უმრავლესობა ოპოზიციურად განწყობილ ქალაქ ჰომსში მოხდა.
ამასობაში გრძელდება შეტაკებები სირიის სამთავრობო ძალებსა და აჯანყებულებს შორის ჰომსის, ალეპოს, დოუმას და დამასკოს რაიონებში.
XS
SM
MD
LG