იაპონიის მედიის ინფორმაციით, პოლიციამ რელიგიური სექტა „აუმ შინ რიკიუს“ მიმალვაში მყოფი წევრი დააპატიმრა. ამ სექტამ 1995 წელს ტოკიოს მეტროში ნერვული გაზი გაუშვა.
54 წლის კაცუია ტაკაჰაში ტოკიოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ კაფეში დააპატიმრეს, მას შემდეგ რაც ამ კაფეს თანამშრომელმა ის სახეზე იცნო და პოლიციას გამოუძახა.
ტოკიოს პოლიციამ 3 ივნისს 40 წლის ნაოკო კიკუჩი დააკავა, რომელიც ამ სექტის კიდევ ერთი წევრი იყო, ამ ქალბატონს მომწამვლელი გაზის დამზადებაში ედება ბრალი. 1995 წელს ტოკიოს მეტროში გაზის გაშვების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 6000 მოიწამლა.
„აუმ შინ რიკიუმ“ 1994 წელს მსგავსი თავდასხმის შედეგად ქალაქ მაცუმოტოში კიდევ 8 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. სექტის ლიდერს შოკო ასაჰარას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.