ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ ირანის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელმაც ამერიკა ირანის შეთანხმებიდან გამოიყვანა. 8 მაისს, თეთრი სახლის დიპლომატიური ოთახიდან გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ეს შეთანხმება “საშინლად ცალმხრივი შეთანხმებაა, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო.”

ხელშეკრულებიდან გამოსვლა იმას ნიშნავს, რომ ამერიკა დაუყოვნებლივ აღადგენს ირანთან დაკავშირებულ ყველა სანქციას, რომელიც ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმის ხელმოწერის - იგივე ირანის ბირთვული ხელშეკრულების დადების დროს შეჩერდა.

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომელიც ამერიკის სახელმწიფო სააგენტოებს სთხოვს ირანის წინააღმდეგ ბირთვული სანქციები აღადგინონ. ეს სანქციები პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირანთან ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გააუქმა.

ირანთან 2015 წელს დადებული ხელშეკრულების მიზანი, რომელსაც ხელს შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩნეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ირანი აწერენ, თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა იყო. შეთანხმების თანახმად, თეირანი უარს ამბობდა ბირთვული იარაღის შემუშავებაზე, რის სანაცვლოდაც, საერთაშორისო თანამეგობრობა ირანს ეკონომიკურ სანქციებს უხსნიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG