ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკ პენსი და ჯონ ბოლტონი ბრიტანეთის პირველ დიპლომატს ხვდებიან


ბორის ჯონსონი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი
ბორის ჯონსონი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ბორის ჯონსონი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტსა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს ხვდება. ორშაბათს მაიკ პენსთან და ჯონ ბოლტონთან შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა ირანის ბირთვული შეთანხმება იქნება.

ბრიტანეთის პირველი დიპლომატი ეცდება ამერიკის მთავრობა დაარწმუნოს, რომ ქვეყანამ 2015 წელს მიღებული შეთანხმება არ დატოვოს.

„დიდი ბრიტანეთი, ამერიკა და ევროპელი პარტნიორები ერთობლივად ცდილობენ ებრძოლონ ირანის ისეთ ქმედებებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის - მისი კიბერ აქტივობები, „ჰეზბოლას“ მსგავსი ჯგუფების მხარდაჭერა და მისი სახიფათო ბირთვული პროგრამა, იემენში ჰუთი მებრძოლების მხარდაჭერა“, განაცხადა ჯონსონმა ვიზიტის დაწყებამდე.

პრეზიდენტი ტრამპი გამუდმებით აკრიტიკებს ირანის ბირთვულ შეთანხმებას. დარჩება თუ არა ამერიკა შეთანხმების მხარედ, 12 მაისს გახდება ცნობილი. ამ დღეს პრეზიდენტმა უნდა განაცხადოს, აახლებს სანქციებს ირანის წინააღმდეგ თუ აგრძელებს შეთანხმების პირობების შესრულებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG