ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ირანთან დადებული ბირთვული ხელშეკრულებიდან გადის. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში განცხადება გააკეთა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ეს იყო "საშინელი, ცალმხრივი შეთანხმება", რომელსაც მშვიდობა არ მოუტანია და არც არასდროს მოიტანს.

"ამიტომ, დღეს ვაცხადებ, რომ ამერიკა ირანის ხელშეკრულებიდან გამოდის", თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა. ხელშეკრულებიდან გამოსვლა იმას ნიშნავს, რომ ამერიკა ირანზე დაწესებულ მკაცრ სანქციებს აღადგენს, რომლებიც 2015 წელს შეთანხმების დადების დროს ნაწილობრივ გაუქმდა.

განცხადებამდე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპის რამდენიმე ლიდერს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ამერიკის შეთანხმებაში დარჩენას ლობირებდნენ.

ირანის კრიტიკაში ამერიკის ლიდერს გვერდში მხოლოდ ისრაელი ედგა. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, რომელიც ტრამპს თეთრ სახლში ორი კვირის წინ ესტუმრა, ირანთან შეთანხმება სრულყოფილი არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე მისი ჩანაცვლების გეგმაც არ არსებობს.

ტრამპი 2015 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წარმომადგენლის და გერმანიის მიერ ირანთან დადებულ პაქტს ყოველთვის მკაცრად აკრიტიკებდა. ბირთვული პროგრამების შეზღუდვის სანაცვლოდ, მაშინ ირანმა სანქციების შემსუბუქება მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG