ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების გაგრძელებასთან დაკავშირებით, თავის საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა. დღეს გახდება ცნობილი, დარჩება თუ არა შეერთებული შტატები ხელშეკრულებაში, რომელიც ირანთან გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა და გერმანიამ დადო.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეთანხმებას დიდი ხანია აკრიტიკებს, განსაკუთრებით ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების მიმართულებით. ორშაბათს დონალდ ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ საერთაშორისო “შეთანხმება ძალიან ცუდად” მოხდა.

გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები ცდილობენ დაარწმუნონ პრეზიდენტი ტრამპი იმაში, რომ სხვა ტიპის შეთანხმებით ჩანაცვლებამდე, ამერიკა უკვე დადებული ხელშეკრულებიდან არ გაიყვანოს. 2015 წელს მიღწეული შეთანხების თანახმად, ირანს ბირთვული პროგრამების შეზღუდვის სანაცვლოდ, მკაცრი სანქციები შეუმსუბუქდა. სანქციები მას ინდივიდუალურად რამდენიმე ქვეყანამ და ევროპის კავშირმა დაუწესა.

ირანზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების მთავარი სამიზნე ქვეყნის ნავთობის სექტორი და ცენტრალური ბანკი იყო. ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე მუდმივად აცხადებდა, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამშვიდობო მიზნებით ჰქონდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG