No media source currently available
ევროკავშირი ამბობს, რომ გასულ წელს, საკუთარ საზღვრებზე, უკანონო კვეთის „უპრეცედენტო კრიზისის“ წინაშე აღმოჩნდა. გაერთიანება, მომავალ თვეში, მიგრაციის საერთო პოლიტიკის შემუშავებაზე იმსჯელებს.
მიიღებს თუ არა უკრაინა F-16-ის ტიპის მოიერიშეებს? - ინტერვიუ ბენ ჰოჯესთან; დასავლური სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე; პრეზიდენტებისთვის განკუთვნილი საიდუმლო დოკუმენტების გამოყენებისა და შენახვის წესები და გამოძიება ვაშინგტონში.
ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ომში სამხედრო მეთაური მეოთხედ შეცვალა. ახლა უკრაინის ომის ბედი მან გენერალ გერასიმოვს ჩააბარა, რომელიც აქამდე გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა. ასევე, გერმანია და ამერიკა უკრაინას ტანკებს გადასცემენ. კიევი ამ შეიარაღების გამოყენებას საკუთარი ქვეყნის დეოკუპაციისთვის აპირებს.
კორონავირუსის გავრცელებიდან, რომელმაც მსოფლიოს მძვინვარე პანდემია მოუტანა, მეოთხე წელი იწყება. შეერთებულ შტატებში ომიკრონის ახალი ქვევარიანტის „ექს-ბი-ბის“ ფართოდ გავრცელებაზე საუბრობენ. ჩინეთი კი თანდათან იწყებს გაზრდილი ინფიცირების რეალური მონაცემების გამოქვეყნებას.
თურქეთში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის ფონზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთში ქართველი მაშველები გაემგზავრნენ. საქართველოს შს სამინისტროს ცნობით მეხანძრე-მაშველების ჯგუფი, დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით.
კიევის რეგიონში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან სადაც უკრაინის შს მინისტრი, ბავშვები და ბორტზე მყოფი სხვა ადამიანები დაიღუპნენ.
რეზო ხოჯელანი სვანეთში, მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის გასაღებების მცველია. ის ამაყობს, რომ ტაძრის პატრონობა დღეს მისი პასუხისმგებლობაა. გთავაზობთ "ამერიკის ხმის" დოკუმენტურ ფილმს სვანეთიდან, რომელიც ქრისტიანული ტრადიციის დაცვის და საქართველოსა და სვანეთის უნიკალური სილამაზის ჩვენებას ცდილობს.