VOA's Ukrainian Service
ამერიკული ჯარის 23 წლის ვეტერანი მანუს მაკ’კეფერი უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისედ წავიდა. მალევე ის რუსულმა ყუმბარამ ნაწილობრივ დააბრმავა, მაგრამ ჭრილობების მიუხედავად ახლაც მათ დახმარებას ცდილობს, ვინც ჯერ ისევ ფრონტზეა.
⭕️ "სასწორზე საქართველოს დემოკრატია, ქვეყნის მომავალი დევს. ის, რასაც ქუჩებში ვხედავთ, შემაძრწუნებელია... ეს არაა იმგვარი მოქმედება, რაც დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა ვიხილოთ...ყველაფერი, რისკენაც საქართველო წლების, ათწლეულების განმავლობაში მიისწრაფოდა, ახლა სასწორზე დევს", - ამბობს მაიკლ კარპენტერი.
რუსეთის მიერ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში ძალიან გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ბავშვების შვილად აყვანა სურს. გიყვებით ერთ-ერთი ასეთი ოჯახის ამბავს და იმას, თუ რა გზაა გასავლელი ობლად დარჩენილი უკრაინელი ბავშვების შვილად ასაყვანად.
წინასაარჩევნოდ ბევრი ამერიკელის ყურადღება შიდა პოლიტიკისკენაა მიმართული, თუმცა ბევრს საგარეო პოლიტიკის კურსიც აწუხებს, და თავადაც ცდილობს წვლილი შეიტანოს იმაში, რაც მნიშვნელოვნად მიაჩნია. ერთ-ერთმა ამერიკელმა უკრაინელმა ბიზნესმენმა უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდი შექმნა
რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ზიანი უკრაინის სასოფლო სამეურნეო მიწებსაც მიაყენა. ხარკივში მიწა ნაღმებით აივსო და ბევრი ფერმერი სამუშაოს გარეშეც დარჩა. თუმცა საოკუპაციო ძალების უკან დახევის შემდეგ, ზოგიერთ ფერმერს პროდუქტის გაყიდვაში ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფი ეხმარება.
მხოლოდ მოხალისე ქალებით დაკომპლექტებულ ანტისაჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაშვებულ ირანულ „შაჰედ“ დრონებს ებრძვის. კიევთან მობილიზებული „ალქაჯები“ შეუსვენებლად მუშაობენ და დრონების ჩამოსაგდებად უჩვეულო, მაგრამ ეფექტურ იარაღს იყენებენ
უკრაინელების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ომი მალე არ დასრულდება და ქვეყანაში ამ რეალობაზე გადაწყობას მაქსიმალურად ცდილობენ. როგორ იწვრთნებიან საომრად უკრაინის რიგითი მოქალაქეები, რომელთაც იარაღი ხელში აქამდე არასდროს სჭერიათ - ნახეთ რეპორტაჟი:
უკრაინას ეხმარებიან არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხოეთის მთავრობები და დიდი ფონდები, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც. მათ შორის არის ჯგუფი ინგლისის ნორფოლკის საგრაფოდან, რომელიც უკრაინელებს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან ეხმარებოდა.
რიმა ზიურაიტისი, წარმოშობით ლიეტუველი ამერიკელი, ერთ წელზე მეტია უკრაინაში სამხედრო პერსონალსა და სამოქალაქო პირებს პირველადი დახმარების აღმოჩენას ასწავლის. ზიურაიტისმა, რომელიც პირველად უკრაინაში მოხალისედ 2022 წლის შემოდგომაზე ჩავიდა, გადაწყვიტა ქვეყანაში დარჩენა და სამედიცინო ინსტრუქტურად მუშაობა
რუსეთის მიერ წამოწყებულ სრულმასშტაბიან ომში, უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, არამედ - ისტორიის შესანარჩუნებლადაც. უკრაინელები ამბობენ, რომ რუსეთი მიზანმიმართულად უტევს მათი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რათა წაშალოს ქვეყნის ისტორია და მისი, როგორც ერის იდენტობა.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, არაერთი საერთაშორისო საქველმოქმედო მისია მუშაობს. მათგან ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციაა: “პროექტი იმედი”. ის უშუალოდ ჯანდაცვის დაწესებულებებს და იმ ადამიანებს ეხმარება, ვინც ფრონტის ხაზთან ახლოს ცხოვრობს და სამედიცინო დახმარების მიღება ძალიან უჭირს
ამერიკის მიერ კიევისთვის მიწოდებულ სარაკეტო სისტემებს შორისაა “ჯაველინები”, რომელთა გამოყენებითაც უკრაინამ არაერთი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა. “ჯაველინები” წარმატებით გამოიყენეს კიევზე იერიშების მოსაგერიებლად და ფრონტზე კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ნახეთ რეპორტაჟი უკრაინიდან
უკრაინის არმოსავლეთ რეგიონებში საომარი მოქმედებები გრძელდება. გაგაცნობთ ორ ადამიანს, ვინც უკრაინას რუსეთის სამხედრო აგრესიასთან გამკლავებაში ეხმარება. ამერიკელი სამხედრო და ქართველი ექიმი “საერთაშორისო ლეგიონის” წევრები არიან. ამბობენ, რომ ურთულესი პირობების მიუხედავად, დანებებას არ აპირებენ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირობებში ფრონტის ხაზზე არაერთი პროფესიის თუ რწმენის ადამიანი აღმოჩნდა. მათ შორის არიან მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც. უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად იბრძვიან ხშირად ის მღვდლებიც, რომელთა უმაღლეს იერარქიებსაც პრორუსული პოზიცია აქვთ.
მარტის თვე უპრეცედენტო აღმოჩნდა რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემებზე მომხდარი თავდასხმების რაოდენობით. მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 200-მდე რაკეტა და 140 ირანული “შაჰიდის” დრონი გაუშვა. კიევის ცნობით, უკრაინის ენერგოსექტორში ზარალმა 11-ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
უკრაინაში ომის კადრები კინო ისტორიასაც დარჩება. ჟურნალისტების გუნდი, რომელმაც ქალაქ მარიუპოლში რუსეთის აგრესიის შედეგები აღბეჭდა, „ოსკარზეა“ წარდგენილი. „ასოშეითედ პრესის“ ჟურნალისტები საერთაშორისო მედიის ბოლო წარმომადგენლები იყვნენ, ვინც ალყაშემორტყმული ოკუპირებული ქალაქი დატოვა.
მეტის ჩატვირთვა