აშშ მზადაა "დაუყოვნებლივ" შეხვდეს რუსეთს "ახალი სტარტის" ხელშეკრულების ხელმოსაწერად

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მზადაა „დაუყოვნებლივ“ შეხვდეს რუსულ მხარეს და დაასრულოს ბირთვული იარაღის კონტროლის შეთანხმებაზე მოლაპარაკება.

„ჩვენ ვაფასებთ რუსეთის ფედერაციის მზაობას მივაღწიოთ პროგრესს ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხზე,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა. მან ასევე დასძინა, რომ „შეერთებული შტატები მზადაა დაუყოვნებელი შეხვედრისთვის, რათა მოხდეს ვერიფიკაციის [მექანიზმების] შემცველი შეთანხმების დასრულება. ჩვენ მოველით რუსეთისგან, რომ საკუთარ დიპლომატებს მისცეს ძალა მათაც იგივე გააკეთონ.“

ასევე ნახეთ: მილერი: რუსეთი შიშობს, რომ ამერიკა საკუთარი ბირთვული არსენალის განახლებას მალე დაიწყებს

ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთი არსებული შეთანხმების ერთი წლით გაყინვის ინიციატივით გამოვიდა. ეგრეთწოდებულ, "ახალი სტარტის" ხელშეკრულებას ვადა 5 თებერვალს გასდის. რუსული მხარის განცხადებით, ის მზადაა „შეერთებულ შტატებთან ერთად, დადოს პოლიტიკური პირობა, რომ ‘გაყინავს’ ბირთვული ქობინების ამ პერიოდისთვის არსებულ რაოდენობას.“

განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაჟინებით მოითხოვა გაყინვა და მოლაპარაკების გადავადება იმისთვის, რომ მხარეებს დრო მიეცეთ ბირთვული იარაღის მოლაპარაკები უფრო ღრმა დონეზე გადაიტანონ. ეს კი, რუსული მხარის თქმით, იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ვაშინგტონი დამატებით მოთხოვნებს არ წამოაყენებს.

შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას უკვე განაცხადა უარი „ახალი სტარტის“ შეთანხმების ერთი წლით უპირობო გაგრძელებაზე.

Your browser doesn’t support HTML5

მილერი: რუსეთმა 2008 წელს სირცხვილი ჭამა და მას შემდეგ ჯარი გააძლიერა