ამერიკელი ქალი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ

24 წლის კალიფორნიელი მოციგურავე მირაი ნაგასუ პირველი ამერიკელი და მსოფლიოში მესამე ქალი გახდა, რომელმაც ქალთა თავისუფალ გუნდურ შეჯიბრებაში სამმაგი ნახტომი შეასრულა წარმატებით.

ადამ რიპონმა კი, რომელიც პირველი ღიად გეი მამაკაცია ოლიმპიურ თამაშებზე, მსგავს შეჯიბრში ორი სამმაგი ნახტომი შეასრულა. ამერიკულმა გუნდმა ფიგურულ სრიალში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი კანადელებმა დაიმსახურეს, რუსებმა - ვერცხლის.

შეერთებულმა შტატებმა კი სნოუბორდინგში მეორე ოქროს მედალი მიიღო. ამერიკელი ჯემი ანდერსონი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ერთზე ემტი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა სნოუბორდინგში.