ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა


2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში ოფიციალურად გაიხსნა. ოლიმპიურ შეჯიბრთან ერთად, ყურადღებას სამხრეთ და ჩრდილოთ კორეის თანამშრომლობა იპყრობს.

ორი კორეის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ყინულის ჰოკეის ქალთა ნაკრები ერთად მიიღებს მონაწილეობას თამაშებში. პარასკევს ორი ქვეყნის გუნდი გაერთიანებული დროშის ქვეშ წარსდგა მაყურებლის წინაშე.

ოლიმპიური თამაშები 25 თებერვლამდე გაგრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG