ბრიტანეთმა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების დაუყოვნებელი მკვეთრი გაზრდის შესახებ გამოაცხადა, რაც რუსეთის სულ უფრო ინტენსიური შეტევის მოსაგერიებლადაა გათვალისწინებული. უკრაინის პრეზიდენტის იშვიათი საზღვარგარეთული ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან შეხვედრის ფონზე, ბრიტანეთი ასევე პირობას დებს, რომ უკრაინელ პილოტებს გაწვრთნის.
24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ზელენსკი საზღვარგარეთ მეორედ გაემგზავრა. ამ მოგზაურობის დროს მისი პირველი გაჩერება ლონდონი იყო. ხუთშაბათს ის ბრიუსელს ეწვევა, სადაც ევროკავშირის უმაღლეს დონეზე შეხვედრა იმართება.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინის ომისთვის "ჯადოსნური ჯოხი" არ არსებობსპრემიერი სუნაკი პრეზიდენტ ზელენსკის დაუნინგ სტრიტის ოფისის ზღურბლზე შეეგება. ქუჩიდან და პრემიერის ოფისიდან აპლოდისმენტების ფონზე, ზელენსკიმ ბრიტანეთს „სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ლიდერების შეხვედრა ხანმოკლე იყო. სუნაკი მალე პარლამენტში, პრემიერ-მინისტრისთვის კითხვების დასმის ყოველკვირეულ სესიაზე დასასწრებად მივიდა.
ბრიტანეთმა, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებთან უკვე მუშაობდა განაცხადა, დამატებითი სწავლება უზრუნველყოფს, რომ უკრაინელი პილოტები შეძლებენ „მომავალში ნატოს სტანდარტის დახვეწილი ავიაგამანადგურებლებით“ იფრინონ. ბრიტანეთმა ასევე აღნიშნა რომ „ეს მათ სამხედრო შესაძლებლობებში ჩადებული ხანგრძლივი პერსპექტივის ინვესტიციის“ ნაწილია.
როგორც ჩანდა, შერჩეული სიტყვები მიანიშნებს რომ ბრიტანეთს ჯერ კიდევ არ შეუცვლია თავისი მოსაზრება საკითხზე, დაუყოვნებლივ მიაწოდოს თუ არა ავიაგამანადგურებლები, რასაც კიევი ითხოვს. ამ საკითხზე მთავრობამ განაცხადა, რომ ახლა ეს შესაბამისი მიდგომა არ არის.
ბუკინგემის სასახლის პრეს-მდივანმა თქვა რომ ოთხშაბათს ზელენსკი მეფე ჩარლზს შეხვდება. ჩარლზმა რუსეთის უკრაინაში შეჭრას „სასტიკი აგრესია“ უწოდა.
ბრიტანეთი ასევე მზად არის დამატებითი სანქციები დაუწესოს მათ, ვინც რუსეთის პრეზიდენტ პუტინს დაეხმარა. მათ შორის, სამხედრო აღჭურვილობის მწარმოებლებს და რვა პირს, რომელიც „კრემლის ელიტის სიმდიდრის და ძალაუფლების შენარჩუნებას“ დაეხმარა.