შარლ მიშელი ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე გამოვა

ფოტო: ირინა გაჩეჩილაძე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ორშაბათს, 19 ივლისს ბათუმში ჩადის. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით აქვეყნებს. ის საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

ასევე ნახეთ: შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტს გეგმავს

19 ივლისს შარლ მიშელი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოვა სიტყვით. კონფერენციის მთავარი თემაა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის "ასოცირებული ტრიოს" ფარგლებში შეთანხმება.

საქართველოში ჩამოსვლამდე შარლ მიშელი სომხეთში და აზერბაიჯანში ჩადის. აზერბაიჯანში ის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთში კი ქვეყნის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს და მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ხვდება.