ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპული საბჭოს წარმომადგენელი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს


კრისტიან დანიელსონი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარომადგენელი

„საარჩევნო რეფორმა, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება - ეს ის საკითხებია, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, რომელიც განსჯის საგანია. მზად ვართ, რომ ამ დღეებში ამ საკითხებზე ვიმუშაოთ“ - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

დანიელსონი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ის უკვე შეხვედა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს. მიშელი ახლა შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლებთან მართავს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც. დანიელსონის თქმით, შეხვედრებისას განიხილება პოლიტპატიმრების, მართლმასჯულებისა და საარჩევნო რეფორმის საკითხები.

ჩვენი მხრიდან შეშფოთებაა, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული.
კრისტიან დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების მოვალეობაა, ელჩების დახმარებით, თავად იპოვონ გამოსავალი არსებული ჩიხური ვითარებიდან.

„ჩემი, როგორც პირადი წარმომადგენლის როლი არის, რომ დავეხმარო იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ამჟამად ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს, რომ დიალოგის მონაწილე ყველა მხარეს შეეძლოს წინ წაწევა, პროგრესის მიღწევა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. როგორც აქამდე ელჩი ჰარცელი და დეგნანი უწევდნენ ფასილიტაციას, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ. ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას უთმობს. აქ რაც ხდება, ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის.

ჩვენი მხრიდან შეშფოთებაა, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული. ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელიც ეხება პანდემიას, ეკონომიკურ სიტუაციას, ამიტომ გვჯერა, რომ ახლა არის დრო, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა ყველა ძალა იხმარონ, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ კომპრომისის სახით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი როლი, ისევე როგორც ბატონი ჰარცელისა და ელჩი დეგნანის, ის არის, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. ეს არის პარტიების, მათი წარმომადგენლების საქმე, რომ ჩვენი დახმარებით თვითონ იპოვონ გამოსავალი იმისთვის, რომ ამ სიტუაციას გაუმკლავდნენ და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის კოვიდი, ეკონომიკური სიტუაცია და გამოსავალი ნახონ. ეს არის ხედვა იმისკენ, რომ ჩვენ უფრო გავერთიანდეთ“ - განაცხადა დანიელსონმა.

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს დღეს ესტუმრა. დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პირველ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG