უკრაინა იმედოვნებს რომ მინსკი, რუსი დაქირავებულების უკრაინაში ექსტრადიციას მოახდენს

ოთხშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ იმედოვნებს, ბელარუსი ეჭვმიტანილ რუს დაქირავებულ ჯარისკაცებს, შემდგომი გასამართლებისთვის უკრაინას გადასცემს.

ზელენსკიმ “ტვიტერზე” გამოაქვეყნა: “ვიმედოვნებ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილებს, დღევანდელი საერთაშორისო იურიდიული დოკუმენტების შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი დევნისთვის უკრაინას გადასცემენ”.

ასევე ნახეთ: ბელარუსი აცხადებს, რომ 30 რუსი მებრძოლი დააკავა

გასულ კვირაში, ბელარუსის უსაფრთხოების ძალებმა მინსკის მახლობლად ეჭვმიტანილი რუსი დაქირავებული ჯარისკაცების ჯგუფი დააკავა.

უკრაინის ხელისუფლებამ კი ბელარუსს მაშინვე 28 ადამიანის, მათ შორის უკრაინის 9 მოქალაქის ექსტრადირება სთხოვა. კიევი ეჭვობს, რომ ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მონაწილეები არიან.