მეორე ტური: ოცნება და ნაციონალური მოძრაობა დიდი ქალაქებისთვის იბრძვიან

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდე რამდენიმე საათი დარჩა. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, რუსთავში, ასევე 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში მთავარი მეტოქეები ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა არიან, რომელსაც მხარს ოპოზიციის ნაწილი უჭერს.