რუსული მედია გენერალ კუტუზოვის სიკვდილს ადასტურებს

უკრაინელმა სამხედროებმა ომის დროს კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედიაც ავრცელებს, თუმცა არ აკონკრეტებენ, სად და რა ვითარებაში დაიღუპა გენერალ-მაიორი რომან კუტუზოვი.

ამ დრომდე კრემლი დუმს, განცხადება არ გაკეთებულა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. ოფიციალური კიევი ამბობს, რომ რუსი გენერალი უკრაინელი სამხედროებმა დონბასის რეგიონში, სევეროდონეცკში მოკლეს.

ეს საკვანძო ქალაქია რეგიონში, რომლისთვისაც ბრძოლები გრძელდება.

ასევე ნახეთ: სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება

კრემლში ამბობენ, რომ დაღუპულების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია და მათ ინფორმაცია 25 მარტის შემდეგ არ განუახლებიათ. ბოლოს რუსეთის მთავრობამ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ 24 თებერვლიდან 25 მარტამდე პერიოდში უკრაინაში მყოფი 1 351 რუსი სამხედრო დაიღუპა.