ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძალის დემონსტრირების მიზნით სამხრეთ კორეელმა და ამერიკელმა სამხედროებმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადეს


მაშინ, როცა ჩრდილოეთ კორეა წელს უკვე 18-ედ ატარებს რაკეტების გამოცდას და ამ გზით ცდილობს ძალის დემონსტრაციას რეგიონში, სამხრეთ კორეელმა და ამერიკელმა სამხედროებმა ერთობლივი წვრთნები გამართეს.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, სწავლებაში გამოყენებული იყო სამხრეთ კორეის შვიდი, ხოლო ერთი ამერიკული ტაქტიკური სარაკეტო სისტემა. წვრთნების განმავლობაში ამერიკელმა და სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა 10 წუთის განმავლობაში 8 ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს.

„რაკეტების გაშვების მიზანი იყო, ჩრდილოეთ კორეის თავდასხმებზე სწრაფი და ზუსტი რეაგირების უნარის დემონსტრირება,“- თქვეს სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა.

მხოლოდ ამ კვირას, ჩრდილოეთ კორეამ 35 წუთის განმავლობაში ოთხი სხვადასხვა ადგილიდან რვა მოკლე რადიუსის რაკეტა ისროლა, ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ კორეა ავრცელებს. მათივე თქმით, ეს ჩრდილოეთ კორეისთვის ერთ დღეში დატესტილი რაკეტების კუთხით რეკორდული მაჩვენებელია.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG