ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო და საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს, ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს


რუსეთის იზოლირება გარე სამყაროსგან გრძელდება. ხუთშაბათს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 140 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი 38-მა ქვეყანამ შეიკავა. გაეროს წევრი ქვეყნების უმრავლესობა ასევე მოითხოვს სამოქალაქო მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის, ისევე როგორც ჰუმანიტარული და სამედიცინო პერსონალისა და ჟურნალისტების დაცვას.

"ერთად, მტკიცე უმრავლესობა გაეროს წევრი ქვეყნებისა ნათელს ხდის, რომ მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი ამ მწვავე ჰუმანიტარულ კრიზისსა და ძალადობაზე უკრაინაში", - უთხრა ჟურნალისტებს გაეროში ამერიკის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა. "ერთად, ჩვენ მოვუწოდებთ კონფლიქტისგან გაქცეული ყველა მოქალაქის დაცვისკენ და ნაბიჯების გადასადგმელად ამ უგუნური ომისგან გამოწვეული საკვების ნაკლებობის პრობლემის მოსაგვარებლად."

ხუთშაბათს გამართული კენჭისყრა დიდწილად 2 მარტს გაამრთული კენჭისყრის მსგავსი იყო, რომლის დროსაც 141-მა სახელმწიფომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო და ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდა. რეზოლუციის წინააღმდეგ მაშინაც იმავე ხუთმა ქვეყანამ მისცა ხმა. ესენია: რუსეთი, ბელარუსი, ერითრეა, ჩრდილოეთ კორეა და სირია.

XS
SM
MD
LG