ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა "მსოფლიოს შერყევით" ტრაბახობს


ჩრდილოეთ კორეა ამბობს, რომ ის იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომელთაც ბირთვული იარაღი და მაღალტექნოლოგიური რაკეტები აქვს. ამასთან, მისი მტკიცებით, ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოში ამერიკას უპირისპირდება და მსოფლიო საკუთარი რაკეტების გამოცდით "შეარყია".

ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდების სერიების გამო საერთაშორისო დაძაბულობა იზრდება. ამგვარი ქმედებები გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აკრძალულია. იანვარში ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ამგვარი სატესტო გაშვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, სულ მცირე, 7 სატესტო გაშვება, მათ შორის "ზებგერითი რაკეტების" გამოცდა, რომლებსაც გამორჩეული სისწრაფით მანევრირება შეუძლიათ.

ასევე, რაკეტების ამ გამოცდებს შორის 2017 წლის შემდეგ პირველად გამოიყენეს საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც წყნარ ოკეანეში ამერიკის ტერიტორიებამდე მიღწევაც შეუძლია.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ ამერიკას მტრული დამოკიდებულება არ აქვს და მას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დიალოგს დაუბრუნდეს.

XS
SM
MD
LG