რუსეთმა 10 ევროპელი დიპლომატი გააძევა

რუსეთმა შვიდი სლოვაკი და სამი ბალტიისპირელი დიპლომატი გააძევა, ჩეხეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ მიერ გამოხატული სოლიდარობის გამო. ჩეხეთმა 2014 წლის იარაღის საწყობის აფეთქებაში ბრალი რუს ჯაშუშებს დასდო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში აღნიშნა, რომ ოთხი ქვეყნის ელჩებს მიაწოდეს ინფორმაცია, სამი სლოვაკი დიპლომატის, ორი ლიეტუველი საელჩოს თანამშრომლის, ერთი ლატვიისა და ერთი ესტონელი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით. რუსეთმა განაცხადა, რომ მათ ქვეყანა 5 მაისამდე უნდა დატოვონ ჩეხეთის მიმართ გამოხატული „ფსევდო-სოლიდარობის“ გამო.

ასევე ნახეთ: რუსეთი უკრაინელ დიპლომატს სამაგიეროს გადახდის მიზნით აძევებს

ამ თვის დასაწყისში, ჩეხეთმა რუსი დიპლომატები გააძევა აფეთქების საქმესთან დაკავშირებით, რასაც მოსკოვის საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა.

გასულ კვირას, ლიეტუვამ, ლატვიამ, სლოვაკეთმა და ესტონეთმა განაცხადეს, რომ ისინი რუს დიპლომატებს აძევებენ ჩეხეთის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად,

ლიეტუვამ განაცხადა, რომ. ორი დიპლომატი რომლებსაც ისინი აძევებენ, დიპლომატიურ საქმიანობას არ ეწევიან.