ვნახოთ, რა მოხდება -პენსის პასუხი ფხენიანთან შეხვედრაზე

ტრამპის ადმინისტრაცია უპასუხოდ ტოვებს კითხვას ამ კვირაში, ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო შეხვედრის შესახებ. ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიადაზე ფხენიანის ოფიციალურ პირებთან სავარაუდო შეხვედრასთან დაკავშირებით, განცხადება ორშაბათს ალასკიდან გააკეთა.

“მე შეხვედრა არ მომითხოვია... მაგრამ, ვნახოთ, რა მოხდება” - თქვა მან იაპონიაში გაფრენამდე. პენსმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს “დიალოგის ყოველთვის სჯერა”.

ცოტა ხნით ადრე, ანალოგიური განცხადება გააკეთა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, რომელიც ვიზიტით პერუში იმყოფებოდა.