ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანქციების მოხსნის მიუხედავად რუსი სპორტსმენები სეულში ვერ წავლენ


სპორტის არბიტრაჟის სასამართლომ დააკმაყოფილა 28 რუსი სპორტსმენის სარჩელი, რომლებსაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დროს დოპინგის გამო სანქციები დაუწესა.

სასამართლომ განაცხადა, რომ ამ სპორტსმენების მიერ დოპინგის ბრალდება საკმარისი სამხილით არ იყო გამყარებული. სასამართლომ მათ მიერ დაწესებული სანქციები გააუქმა და 28-ვე სპორტსმენს 2014 წლის ოლიმპიადის მიღწევები აღუდგინა.

სასამართლომ ასევე დასძინა, რომ მიუხედავად იმის, რომ სპორტსმენებს სანქციები მოეხსნათ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ სამხრეთ კორეაში, სეულის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.

„სანქციების მოხსნა ავტომატურად არ ნიშნავს ოლიმპიადაზე მიწვევის პრივილეგიის მიღებას,“ ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG