პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოეზიციონერი ლიდერი, ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ ციხის ადმინისტრაცია მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს. ნავალნის თქმით, ამ მiზნით, ადმინისტრაციამ მას საკანში „ბომჟი“ შეუსახლა, რომელიც ჰიგინის წესებს არ იცავს.
„ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში ნავალნი წერს, რომ მცირე ზომის საკანში, სადაც პატიმრები ერთმანეთისგან ხელის გაწვდენის დისტანციაზე არიან მოთავსებული, ჰიგიანის დაცვა აუცილებელია. „ამ კუთხით პრობლემების მქონე პატიმარი, შენს ცხოვრებას მყისიერად აუტანელს გახდის. მაგრამ, ყველაფერი კანონის მიხედვითაა, - ამბობს ადმინისტრაცია მხიარული და ბედნიერი ღიმილით, ჩემი შეშფოთების პასუხად“ - წერს ნავალნი.
1/13 Of course, the best way to beat a person with a nightstick is on the thighs and heels. It really hurts and works very well. In my colony, that%27s what they do to those who are displeased about something. But what about those who are not (or not yet) allowed to be beaten?
— Alexey Navalny (@navalny) December 12, 2022
ნავალნი აცხადებს, რომ მისმა ახალმა თანასაკნელმა, სხვა საკანში გადაყვანის მოთხოვნით განცხადება უკვე დაწერა, თუმცა ადმინისტრაცია მას თხოვნას არ უკმაყოფილებს.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როცა ის რუსეთში გერმანიიდან დაბრუნდა. ევროპაში ის 2020 წლის აგვისტოში, რუსეთში მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს. ნავალნის თქმით, მისი მოწამვლის უკან კრემლი და პირადად პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დგას. თავდაპირველად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ძველ საქმესთან დაკავშირებით, საერთო რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, მხარდამჭერთა შემოწირულ თანხებთან დაკავშირებული თაღლითობის ბრალდებით, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლო პორცესის შემდეგ ის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. ნავალნი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მის შეფასებას ეთანხმებიან უფლებადამცველებიც, კრემლი კი ბრალდებებს უარყოფს.