ბლოკადას ისრაელი იარაღის კონტრაბანდის აღკვეთით ხსნის
ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელები აცხადებენ, რომ ზოგიერთი სასაზღვრო შეზღუდვები შესუსტდა, მას შემდეგ რაც ეგვიპტის შუამავლობით, ოთხშაბათს მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევიდა ძალაში. ერთ-ერთი პალესტინელი მეთევზის განცხადებით, ზღვაში გასვლა შესაძლებელი გახდა ნაპირიდან 7 კმ-ის მოშორებით, ისე რომ ისრაელის მხრიდან მათზე რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ისრაელი თავის მხრივ, ბლოკადას იარაღის კონტრაბანდის აღკვეთით ხსნის. ისრაელი ასევე უფლებას იძლევა პალეტინელებისთვის ბუფერულ ზონაში, ისრაელის საზღვართან მოსავლის მოვლაზე.