ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა


აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ. 16 ივლისი, 2012 წ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ. 16 ივლისი, 2012 წ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ახლო აღმოსავლეთში ღაზის სექტორში არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად ჩავიდა

პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, ახლო აღმოსაველთში ჩასული სახელმწიფო მდივანი, იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ქალბატონი კლინტონი ასევე ეწვია რამალასა და ქაიროს. აშშ-ს ეროვნული უშიშროების მრჩევლის მოადგილის - ბენ როდსის თქმით, სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მიზანს ისრაელზე ჰამასის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შეწყვეტა წარმოადგენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბატონმა როდსმა ჟურნალისტებთან განაცხადა:

„ჩვენთვის უმთავრესი ყველას ინტერესის გათვალისწინებაა. ეს არ გულისხმობს იმას, რომ პალესტინელ ხალხს ან ღაზაში მცხოვრებ ადამიანებს კონფლიქტის ესკალაციაში შეუწყოს ხელი, რაც ასევე ფინანსურადაც საკმაოდ ძვირი იქნება.“

ბენ როდსი, ასევე, ამბობს, რომ კონფლიქტის დასარეგულირებლად მრავალი საშუალება არსებობს. ამ მხრივ შეერთებული შტატები მზადაა გარკვეული მონაწილეობა მიიღოს, რომელიც ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების დასაწყებად ცეცხლის შეწყვეტას მიიჩნევს.

ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, აპირებს თუ არა შეერთებული შტატები პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუს სთხოვოს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა, ბენ როდსმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა, თუმცა, დასძინა, რომ ისრაელს აქვს უფლება საკუთარი თავი დაიცვას და ამ საკითხზე გადაწყვეტილება თავად მიიღოს.
XS
SM
MD
LG