ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა: კრიზისის გავლენა ახლო აღმოსავლეთზე დიდია


აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაკ ობამა პრესკონფერენციაზე ბანკოკში, ტაილანდი, 18 ნოემბერი, 2012 წ.

ბარაკ ობამამ ბანგკოკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ღაზაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

ბანგკოკი: აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მუშაობას აგრძელებს, რათა მოლაპარაკებით მიაღწიოს ისრაელსა და ჰამასს შორის ღაზის სექტორში არსებული დაპირისპირების დარეგულირებას.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჩასვლამდე, თეთრი სახლი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა რეგიონის ლიდერებს ისრაელზე ჰამასის სარაკეტო თავდასხმების გამო შექმნილი მდგომარეობის დასარეგულირებლად.

ტაილანდის დედაქალაქში გამართული პრეს-კონფერენციისას ობამას კითხეს თუ რამდენად ჩაითვლებოდა ისრაელის მიერ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება კრიზისის ესკალაციად.

ამერიკელმა ლიდერმა პასუხი ეგვიპტის პრეზიდენტთან და თურქ პრემიერ მინისტრთან საუბრის ანალოგიურად შეაფასა და თქვა, რომ ისრაელი საკუთარ ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნას არ უნდა ელოდოს და თუ ეს ღაზაში სამხედრო ოპერაციის გაფართოების გარეშე მოხდება, ეს სასურველია. პრეზიდენტის თქმით, ეს არამარტო ღაზის მოსახლეობის, არამედ ისრაელელებისთვისაც არის მისაღები.

აშშ-ს პრეზიდენტი და მისი საგარეო პოლიტიკის გუნდი, სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ჩათვლით, რომელიც პრეზიდენტთან ერთად იმყოფება აზიაში, ასევე ესაუბრებიან ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუსა და მის მრჩევლებს.

ბანგკოკში ობამამ აღნიშნა, რომ დაინტერესებულია ამ საკითხში პროგრესი მიღწეული იქნას მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG