ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ბირთვულ შეთანხმებას

გადაწყვეტილება 161 ხმით 59-ის წინააღმდეგ იქნა მიღწეული, პარლამენტის 13-მა წევრმა კი თავი შეიკავა.

ირანის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა ბირთვულ შეთანხმებას. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით გადაწყვეტილება 161 ხმით 59-ის წინააღმდეგ იქნა მიღწეული, პარლამენტის 13-მა წევრმა კი თავი შეიკავა.

ამერიკის კონგრესმა შეთანხმების შესწავლა 1 თვის წინ დაასრულა, დემოკრატები დღემდე ცდილობენ რესპუბლიკელებს მისი დაბლოკვის საშუალება არ მისცენ.

ბირთვული შეთანხმება ირანსა და 6 სახელმწიფოს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ამ წლის ივლისში იქნა მიღწეული, ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ირანს დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები შეუმსუბუქდება.