ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ბირთვული ხელშეკრულების შესრულებას იწყებს


ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების მრჩეველი აცხადებს, რომ მიუხედავად ოპონენტების მცდელობისა მოახდინონ ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების „დემონიზება,“ ამერიკა შეთანხმების პირობების შესრულებას იწყებს.

ამერიკის ხმის სპარსულ რედაქციასთან ინერვიუში, კოლინ კალმა თქვა, რომ ამერიკა შეთანხმების შესრულებას აპირებს. „თუ ირანი საკუთარ პირობას შეასრულებს, ჩვენ ჩვენსას შევასრულებთ და ყველაფერი საქმით დამტკიცდება,“ დასძინა კალმა.

რესპუბლიკელი კანონმდებლები ირანთან მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ამერიკამ ბრიტანეთთან, ჩინეთთან, რუსეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად დადო,კანონმდებლებს ხელშეკურლების დადებიდან 60 დღე აქვთ მასზე საკანონმდებლო რეაგირების მოსახდენად. რესპუბლიკელებმა დღემდე ვერ შეძლეს კონგრესში რეზოლუციის წარმატებით გატანა, რომელიც ხელშეკრულებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG