ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანთან ბირთვული შეთანხმების ბედი კონგრესში


პრეზიდენტ ობამას საკმარისი მხარდაჭერა აქვს იმისათვის, რომ კონგრესის უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა არ მოხდეს.

ამერიკის ლიდერმა ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების დამტკიცებისთვის აუცილებელი მხარდაჭერა უკვე მოიპოვა. პრეზიდენტ ბარაკ ობამას დემოკრატ კანონმდებელთა საკმარისი მხარდაჭერა აქვს იმისათვის, რომ კონგრესის უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა აღარ მოხდეს. თუმცა, არც იმდენი, რომ ვეტოს საჭიროება საერთოდ არ გაჩნდეს.

კონგრესში ორივე პალატის ლიდერი პირობას დებს, რომ ირანთან ბირთვულ შეთანხმებას არ დაამტკიცებს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ობამა ვეტოს უფლებას გამოიყენებს. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად კი რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ კონგრესს ხმების საკმარისი რაოდენობა აღარ ექნება. საკითხის საბოლოო დაზუსტება ამ კვირაში რამდენიმე დემოკრატი სენატორის, მათ შორის მერილენდის შტატის სენატორის ბარბარა მიკულსკის დახმარებით მოხდა. პირველი კენჭისყრა ამ თემაზე სავარაუდოდ შემდეგ კვირას გაიმართება.

XS
SM
MD
LG