ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას სენატში ახლო მოკავშირე განუდგა


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა

ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ძალისხმევამ, რომელიც ირანთან დადებული ბირთვული ხელშეკრულების მიმართ კონგრესის მხარდაჭერის მოპოვებას ისახავს მიზნად, დიდი დარტყმა განიცადა. სენატში პრეზიდენტის ერთ-ერთმა უახლოესმა მოკავშირემ სენატორმა ჩაკ შუმერმა შეთანხმება გააკრიტიკა და მის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა.

შუმერის განცხადებით, ღრმა შესწავლისა და ფრთხილი განხილვების შემდეგ, მან გადაწყვიტა შეთანხმებას შეეწინააღმდეგოს.

შუმერი ნიუ იორკის დემოკტარი ებრაელი სენატორია. მან ხელშეკრულების უარყოფა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შტატის კიდევ ერთმა გავლენიანმა დემოკრატმა - ასევე ებრაელმა - კონგრესმენმა ელიოტ ენგელმა მსგავსი გადაწყვეტილება გაასაჯაროა.

XS
SM
MD
LG