ირანი და მსოფლიოს ქვეყნები მოლაპარაკებას ანახლებენ

ირანის და და მსოფლიოს ქვეყნების წარმომადგენლები მესამედ ხვდებიან ერთმანეთს, რათა სცადონ ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევა, რომელიც იმის გარანტია იქნება, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას მშვიდობიანი ხასიათი ექნება.

სამშაბათს, ვენაში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ქეთრინ ეშტონი მოლაპარაკებების საწყის სესიას ერთობლივად გაუძღვნენ.

საფუძვლად იყენებენ რა, გასულ წელს მიღწეულ დროებით შეთანხმებას, მათ სურთ მუდმივ შეთანხმებას ივლისის ბოლოსთვის მიაღწიონ.

დროებითი შეთანხმების პირობებით, სანქციების ნაწილობრივი შემსუბუქების სანაცვლოდ, ირანი ყველაზე საკამათო ბირთვული საქმიანობის შეზღუდვას დათანხმდა.

ორივე მხარის განცხადებით, მომავალ თვეში ისინი მუდმივი შეთნხმების პროექტზე მუშაობას შეუდგებიან.