წარმომადგენელთა პალატა: ტრამპის კამპანიის რუსეთთან კავშირი არ დასტურდება

წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა ორშაბათს განაცხადა, რომ მათი გამოძიების თანახმად, რუსეთმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამერიკის პოლიტიკურ ინსტიტუტებზე კიბერ-თავდასხმები განახორციელა. თუმცა, არ დასტურდება მათთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის კავშირი.

ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში გაკეთებულ განცხადებას პრეზიდენტი ტრამპი ტრადიციულად “ტვიტერზე” გამოეხმაურა. “წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა, 14-თვიანმა სიღრმისეული გამოძიებით, 2016 წლის არჩევნებზე ტრამპის კამპანიის რუსეთთან კავშირის ან კოორდინაციის მტკიცებულება ვერ იპოვა” - წერდა პრეზიდენტი.

დემოკრატმა კანონმდებლებმა კი კრიტიკული შეფასებები გააკეთეს და განაცხადეს, რომ რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ სათანადოდ ვერ ჩაატარა სერიოზული გამოძიება და ამით შეერთებული შტატების დაცვა ვერ შეძლო.