ტრამპი და კონგრესის დემოკრატები ჯანდაცვის თემის განხილვას ხელახლა იწყებენ

ჯანდაცვის თემა შეერთებულ შტატებში კვლავ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად იკვეთება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისი წინამორბედის, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ გატარებული რეფორმის გაუქმება სურს. ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტი, რომელიც 2010 წელს შევიდა ძალაში, მილიონობით ადამიანს სახელმწიფო სუბსიდიების გამოყენებით ჯანმრთელობის დაზღვევის ყიდვის საშუალებას აძლევს.

სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა თქვა, რომ ე.წ. “ობამაქეარის”ალტერნატივის შემუშავება სურს. მოგვიანებით, მან “ტვიტერზე” დაწერა: “რესპუბლიკური პარტია გახდება ჯანდაცვის პარტია.”

სენატის უმცირესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ ის მზადაა ჯანდაცვის საკითხზე იმუშაოს, რადგან ჯანდაცვა და კლიმატური ცვლილებები ამომრჩევლისთვის პრიორიტეტული თემებია.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ დემოკრატიულ პარტიას აქვს შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც უკვე არსებულ კანონს დახვეწავს. დემოკრატები ობამას კანონის მთლიანად გაუქმებას ეწინააღმდეგებიან