მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელს. შეხვედრის შესახებ ბორელმა თავის „ტვიტერის" ანგარიშზე დაწერა.
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. საუბარი შეეხო საქართველოს რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისა და ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიღწევის საჭიროებას. ვაგრძელებთ ურთიერთობების განმტკიცებას და ერთად დგომას საქართველოს მედეგობისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვის განსამტკიცებლად”, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
Good discussion with Prime Minister @GharibashviliGe and FM @iliadarch at #MSC2023 on needed advances of Georgia’s reform agenda and its EU path.We will also continue to bolster our relations and stand together to strengthen Georgia%27s resilience and defend European security. pic.twitter.com/UiKi3Bhjb3
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) February 17, 2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო მიუნხენის 59-ე კონფერენციის გახსნის სესიას, რომელიც კონფერენციის თავმჯდომარემ კრისტოფ ჰოისგენმა გახსნა. გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილს ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. პრემიერი მიუნხენში 16 თებერვალს გაემგზავრა.