ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღარიბაშვილი კლიმატის ცვლილებებზე: საუბრის დრო აღარ დარჩა, ქმედებები გვჭირდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, იარკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველომ, 2030 წლისთვის, კლიმატის ცვლილების ყოვლისმომცველი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. მან კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 27-ე კონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველო გეგმავს, 2050 წლისთვის, ნახშირბადისადმი ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს მიაღწიოს.

"ძვირფასო კოლეგებო, კლიმატის ცვლილება ჩვენი თაობის გამოწვევად იქცა და ჩვენ, სახელმწიფოთა ლიდერები, პასუხისმგებელი ვართ იმისათვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ კაცობრიობისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის. საუბრის დრო აღარ დარჩა, რადგან სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული ქმედებები გვჭირდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგოსისტემის 85 პროცენტი განახლებადი წყაროებიდან იქმნება.

"ვაგრძელებთ ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასა და მხარდაჭერას, როგორიცაა მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა საშუალებები", - თქვა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში 6 ნოემბერს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG