G7 რუსული ნავთობის ექსპორტზე ფასების ლიმიტს დეკემბერში დააწესებს

დიდი შვიდეულის ლიდერები.

დიდი შვიდეულის ქვეყნები, რუსული ნავთობის ექსპორტზე ფასების შეზღუდვის მექანიზმს 5 დეკემბერს აამოქმედებს. სწორედ ამ დროისთვის, ძალაში შევა ევროკავშირის სანქციები, რომელიც რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო იმპორტს კრძალავს. ინფორმაციას დიდი შვიდულის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს.

„მიზანი იმ ვადებთან შესაბამისობაა, რომელიც ევროკავშირმა უკვე დააწესა. ეს სანქციები და ფასის ლიმიტის მექანიზმი ერთდროულად უნდა ამოქმედდეს“ - აცხადებს ანონიმურობის დაცვით, დიდი შვიდეულის წარმომადგენელი, მაღალი რანგის ოფიციალური პირი.

ასევე ნახეთ: ევროპა რუსული გაზის შემცირებულ მოხმარებაზე შეთანხმდა

დიდმა შვიდეულმა, რომელშიც შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ბრიტანეთი შედის, გასულ თვეში განაცხადა, რომ რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებას განიხილავდნენ. მიზანი რუსეთის მიერ მიღებული შემოსავლის შემცირებაა, რომელსაც მოსკოვი უკრანის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიან ომში იყენებს.

ამ განცხადების შემდეგ, მიმდინარეობს ძალისხმევა იმისთვის, რომ კოალიციას ჩინეთი და ინდოეთი შეუერთდნენ. ორივე ქვეყანა, რუსეთისგან გაზს, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად უკვე იღებს.

„ჩვენ უკვე მოვისმინეთ აზიის რამდენიმე ქვეყნის პოზიცია, რომლებიც დაინეტერესბულნი არიან გახდნენ კოალიციის ნაწილი, ან დადგინდეს ფასი, რომლის მიხედვითაც რუსეთთან მომავალი კონტრაქტების გაფორმებისას საკუთარ პოზიციებს გააძლიერებენ“ - აცხადებს ოფიციალური პირი, სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას.

მისივე განცხადებით, ჩინეთი და ინდოეთი დაინტერესებულია ნავთობის იმპორტის ხაჯების მინიმიზაციით.