ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მარცვლეულის ექსპორტისთვის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი ამუშავდა" - მოსკოვი


ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრმა (JCC), რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის საეტაპო შეთანხმების ფარგლებში სტამბოლში შეიქმნა, მუშაობა დაიწყო, განაცხადა სამშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

უწყება განმარტავს, რომ ცენტრში მომუშავე რუსული დელეგაცია თურქეთში დღეს გეგმავს ჩასვლას. გუნდი ოთხმხრივ ფორმატში იმუშავებში, რომელშიც შედის თავად რუსეთი, თურქეთის, გაერო და უკრაინა.

მარცვლეულის ექსპორტის აღდენისთვის, რუსეთმა და უკრაინამ შეთანხმებას ხელი თურქეთის და გაეროს შუამდგომლობით მოაწერეს.

შეთანხმება თითქმის დადებისთანავე დადგა ჩაშლის რისკის ქვეშ. ხელმოწერის ცერემონიიდან 12 საათში, რუსეთმა უკრაინის შავი ზღვის უმსხვილეს ოდესის პორტზე, იერიში ფრთოსანი რაკეტებით მიიტანა.

„ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრში რუსი სპეციალისტების მთავარი ამოცანა ყველა საჭირო საკითხის დროული გადაწყვეტა იქნება, რათა ინიციატივა პრაქტიკული განხორციელების ეტაპზე გადავიდეს“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

XS
SM
MD
LG