ფლორიდაში ჩატეხილმა ხიდმა 6 ადამიანი იმსხვერპლა

ფეხით მოსიარულეებისთვის გამზადებული ხიდის ჩატეხვამ ფლორიდის შტატში 6 ადამიანი იმსხვერპლა. 8 სამანქანო რიგის მქონე, დატვირთულ ტრასაზე გადაჭიმულ ხიდს, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმავალთათავის უსაფრთხო გადასასვლელი უნდა უზრუნველეყო.

დაშავებულია 9 ადამიანი. ექიმ მარკ მაკკენის თქმით, რომელიც კენდალის რეგიონული სამედიცინო ცენტრის დირექტორია, უმრავლესობის მდგომარეობა სტაბილურია.

ხიდი შტატს 14 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. მისი ექსპლუატაციაში გაშვება მომავალ წელს იგეგმებოდა.