სამხრეთ ევროპაში მილიონობით ახალგაზრდა უმუშევარია

38 წლის უმუშევარი მალიკა ეჩეკოპარ-ეჩარტი წარწერით "უმუშევრობა". ფოტო გადაღებულია საფრანგეთის ქალაქ ჩარტრესში, 1 თებერვალი, 2017წ

სამხრეთ ევროპის ქვეყნებიდან სამუშაოს საძიებლად ჩრდილოეთში გადასახლებული ახალგაზრდების დიდი ნაწილი, ახლო მომავალში, უკან დაბდუნებას არ აპირებს.

ესპანეთში, საბერძნეთში, კვიპროსში, იტალიასა და პორტუგალიაში უმუშევრობის დონე 25-დან 45 პროცენტამდე მერყეობს.

2016 მონაცემებით ევროპის კავშირში ოთხი მილიონი ახალგაზრდა დაუსაქმებელია და მხოლოდ სამი პროცენტი მუშაობს ევრო-კავშირის სხვა ქვეყანაში.

ევრო ბლოკს რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა სამუშაო ძალის მობილურობისთვის შეეწყო ხელი, თუმცა სამუშაოდ ჩრდილოეთის ქვეყნებში გადასული ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ეს ნებაყოფლობითი პროცესი არ არის.