ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში უმუშევრობა ოდნავ შემცირდა, ეკონომიკას 235 ათასი სამუშაო ადგილი დაემატა


ამერიკაში უმუშევრობის დონე თებერვალში 4.7 პროცენტამდე შემცირდა.

შრომის დეპარტამენტის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიში აჩვენებს, რომ მსოფლიოს უდიდესმა ეკონომიკამ თვის განმავლობაში 235 ათასი სამუშაო ადგილი დაიმატა.

ეს სამუშაო ადგილების უფრო მეტი რაოდენობაა, ვიდრე ეკონომისტთა უმრავლესობა ვარაუდობდა. ექსპერტები ამბობენ, რომ შრომითი რესურსების ახალი შევსების დასაკმაყოფილებლად, თვეში 100 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაა საჭირო.

ანგარიშში ნაჩვენებია, რომ გასულ წელთან შედარებით, ხელფასები 2.8 პროცენტით გაიზარდა და ინფლაციას გაუსწრო.

ცენტრალური ბანკი შრომის ბაზარს ყურადღებით აკვირდება და შესაძლოა, კარგი მაჩვენებლების გამო, საპროცენტო განაკვეთების გაზრდაზე იფიქროს.

XS
SM
MD
LG