41 წლის არჩეული კონგრესმენი კოვიდ-19-ით გარდაიცვალა

ამერიკის არჩეული კონგრესმენი ლუიზიანიდან, 41 წლის ლუკ ლეტლოუ კოვიდ-19-ის შედეგად, სამშაბათს გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი საარჩევნო კამპანია ადასტურებს.

ასევე ნახეთ: კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, კალიფორნიელ ექთანს კოვიდ-19 დაუდასტურდა

ლეტლოუმ 18 დეკემბერს განაცხადა, რომ კოვიდ-19 დაუდასტურდა. მომდევნო დღეს ის საავადმყოფოში დააწვინეს, ხოლო 22 დეკემბერს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ლეტლოუმ ლუიზიანაში არჩევნების მეორე ტურში, 5 დეკემბერს გაიმარჯვა. მას კონგრესმენის ფიცი 3 იანვარს უნდა დაედო.

ლეტლოუს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მის ოჯახს შტატის გუბერნატორმა ჯონ ბელ ედვარდსმა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ საჯაროდ მიუსამძიმრეს.