ლუ ჰიატაო ცოლთან ერთად ამერიკაში იმყოფება

ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ადამიანის უფლებების დამცველი, ჩინელი აქტივისტი და მწერალი ლუ ჰიატაო ცოლთან ერთად ამერიკაში იმყოფება. თუმცა, კითხვაზე მისცა თუ არა აშშ-მა მას პოლიტიკური თავშესაფარი, სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთმნიშვნელოვანი განმარტება არ გააკეთა.

"ჩვენ არც ვადასტურებთ და არც ვუარყოფთ პოლიტიკური თავშესაფარის მინიჭების ფაქტს," - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვიქტორია ნულანდმა. ამჟამად ჩინელი წყვილი ქალაქ ვაშინგტონის შემოგარენში ცხოვრობს და ჟურნელისტებთან ინტერვიუზე უარს აცხადებს.