ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინელი აქტივისტების სასამართლო პროცესი იწყება


ნი იულანი

ჰოლანდიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ნი იულანს ადამიანის უფლებათა დამცველის ტიტის ჯილდო მიანიჭოს.

ხუთშაბათს ჩინელი უფლებათა დაცვის ადვოკატი და აქტივისტი ნი იულანი და მისი მეუღლე დონგ ჯიგინი პეკინის სასამართლოში გამოცხადდებიან. მათ ბრალად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებათ.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ნი აქტივისტური საქმიანობის გამო პატიმრობაში აქამდეც იმყოფებოდა. თავის დროზე მან მხარი დაუჭირა ჩინელ ფერმერებს, რომლებსაც სახელმწიფომ კომპენსაციის გარეშე მიწები ჩამოართვა და იმ ადგილებზე მშენებლობა დაიწყო.

ნი იულანს ციხეში სასტიკად აწამებდნენ, რის გამოც მისი ჯანმრთელობა შეირყა და იგი ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა.

ნი იულანის სასამართლო პროცესს ერთი დღით წინ უსწრებს ჩინეთის პრემიერ მინისტრის ვენ ჟიაბაოს განცხადება, რომლის თანახმადაც ჩინელ ფერმერებს ჩამორთმეული მიწების საზღაურად კომპენსაცია დაუწესდებათ.

აღსანიშნავია,რომ ერთი თვის განმავლობაში ნი იულანი მესამე აქტივისტია, ვინც სასამართლოს წინაშე ზემოხსენებული ბრალდებით უნდა წარსდგეს. აქტივისტებს პეკინის სასამართლო ძირითადად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით ასამართლებს.

გასულ კვირას ჰოლანდიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ნი იულანს ადამიანის უფლებათა დამცველის ტიტის ჯილდო მიანიჭოს.

XS
SM
MD
LG