ოკუპირებულ აფხაზეთში ბჟანიას კლანი გაბატონდა

Your browser doesn’t support HTML5

ოკუპირებულ აფხაზეთში ძალაუფლება ხელში ასლან ბჟანიას კლანმა აიღო. მან „არჩევნებში“, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ არ სცნო, 54 000 ხმა მიიღო და უშუალო კონკურენტს 20 ათასი ხმით გაუსწრო. ბჟანია ე.წ „პრემიერ-მინისტრის“ პოსტზე ალექსანდრე ანქვაბს ნიშნავს და რუსეთიდან ფინანსური დახმარების გაზრდას ელოდება.