მარიუპოლის მცველების ნაწილი რუსეთში გადაიყვანეს, ამბობს "ტასი"

1000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო, რომელიც ქალაქ მარიუპოლში ბრძანების მიხედვით რუსულ მხარეს ჩაბარდა, რუსეთში გადაიყვანეს გამოძიების ჩასატარებლად. აღნიშნულ ინფორმაციას, სააგენტო „ტასი“ აქვეყნებს და წყაროდ რუსი სამართალდამცავები მოჰყავს.

კიევი ცდილობს აზოვსტალის მცველების გაცვლას, თუმცა რუსი კანონმდებლები ითხოვენ მათ გასამართლებას.

ასევე ნახეთ: რუსეთი წარმატებებს აცხადებს, ზელენსკი ამბობს, რომ დონბასის გმირული დაცვა გრძელდება

„1000 ზე მეტი ადამიანი აზოვსტალიდან, რუსეთში იქნა გადაყვანილი. სამართალდამცავი ორგანოები მათთან ახლოს მუშაობენ“, - აცხადებს „ტასი“ წყაროზე დაყრდნობით. გამოცემა არ საუბრობს რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი.

7 ივნისს ცნობილი გახდა, რომ აზოვსტალის ზოგიერთი გარდაცვლილი მცველის ცხედარი, რუსულმა ძალებმა უკრაინულ მხარეს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია აზოვის ბატალიონის ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.

უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც ქალაქ მარიუპოლს რუსი ჯარისკაცებისგან იცავდნენ, ფოლადის ქარხანაში კვირების განმავლობაში ალყაში იყვნენ მოქცეულნი. მათი ბედის და ადგილმდებარეობის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. რუსულ მხარეს ახლა სავარაუდოდ მარიუპოლის მცველთაგან 2000-მდე უკრაინელი მებრძოლი ჰყავს დატყვევებული.