მიტ რომნი დაწინაურდა

მიტ რომნი დაწინაურდა

ნიუტ გინგრიჩს ნიუ ჰემფშირში რიკ სანტორუმის წინ - მესამე ადგილი უკავია.

შეერთებულ შტატებში ჩატარებული უკანასკნელი გამოკითხვებით, რესეპუბლიკელ კანდიდატთა რეიტინგში კვლავ ცვლილებებია. გადანაცვლება რამდენიმე დღით წინ უსწრებს 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაწყების ოფიციალურ გამოცხადებას.

გამოკითხვების თანახმად, მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი კვლავ კანდიდატთა სათავეში მოექცა. რონ პოლი სიის მეორე ადგილზეა, ხოლო მესამე ადგილს პენსილვანიის სენატორი რიკ სანტორუმი იკავებს.

რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს ნიუტ გინგრიჩს, პრეტენდენტთა კამპანიის ნეგატიურმა ზეგავლენამ იგი აიოვას შტატის მონაცემებით მეოთხე ადგილზე გადაანაცვლა, ხოლო ნიუ ჰემფშირში მას რიკ სანტორუმის წინ - მესამე ადგილი უკავია.