ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო კანდიდატთა დებატები შედგა


საპრეზიდენტო კანდიდატთა დებატები შედგა

რომნის აზრით, გინგრიჩს არ შესწევს უნარი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესში სასიკეთი ცვლილებები შეიტანოს.

რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა გუშინ აიოვას შტატში დებატები ჩაატარეს.

ნიუტ გინგრიჩი მისმა თანაპარტიელმა კანდიდატმა მიტ რომნიმ გააკრიტიკა. კრიტიკის მიზეზი გინგრიჩის ნაკლებად კონსერვატულობა გახლდათ, რომელიც რომნის აზრით, კანდიდატმა ჯანმრთელობის რეფორმასთან დაკავშირებით გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ ახალი ინიციატივა, რომელიც რესპუბლიკელმა კანდიდატმა რონ პოლიმ ხანდაზმული ამერიკელების სამედიცინო დაზღვევასთან დაკავშირებით წამოაყენა, გინგრიჩის კრიტიკის ობიექტად იქცა.

საპრეზიდენტო კანდიდატი ნიუტ გინგრიჩი ბოლო დროს რესპუბლიკელ კანდიდატთა შორის განსაკუთრებით დაწინაურდა. მისი მთავარი მეტოქე მიტ რომნი გინგრიჩს ვაშინგტონის პოლიტიკის გამგრძელებლად მოიაზრებს .

მისი აზრით, კანდიდატს არ შესწევს უნარი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესში სასიკეთი წვლილი შეიტანოს.

XS
SM
MD
LG